C ჰეპატიტის აღმოფხვრის ექსპერიმენტი საქართველოში – EURASIANET.ORG-ის სტატია

15.05.2017

ინტერნეტ-გამოცემა EURASIANET.ORG-მა საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობას ვრცელი სტატია მიუძღვნა. სტატიაში საუბარია ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ ვითარებაზე, თუ რა სირთულეები უძღოდა წინ პროექტის დაწყებას და რა შედეგები მოჰყვა მის განხორციელებას. EURASIANET.ORG-ის ჟურნალისტი მასალის მომზადებისას ესაუბრა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ზიანის შემცირების პროგრამის კოორდინატორს მარინა ჩოხელს, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროექტის განხორციელებაში.

წლების განმავლობაში, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” კოორდინაციით  სამოქალაქო საზოგადოების, სათემო ორგანზიაციების  წარმოამდგენლები და  აქტივისტები ადვოკატირებდნენ C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობას. საპროტესტო აქციების და კამპანიების  შედეგად, მოხერხდა ათასობით პაციენტის მობილიზება, რომლებმაც მთავრობას მკურნალობის ხელმისაწვდომობის კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვეს. C ჰეპატიტი ის პრობლემა გახდა, რომლის იგნორირებასაც მთავრობა უკვე ვეღარ შეძლებდა.  

EURASIANET.ORG-ის სტატია საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამის შესახებ.