C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და სამედიცინო პერსონალის ტრენინგი

27.07.2015

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით ექიმებისთვის ერთდღიანი ტრენინგები ტარდება. ტრენინგებს ატარებენ ეკატერინე ადამია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და ტატა სირბილაძე – სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი.

კურსის დასრულების შემდეგ, მოკლე კითხვარების მეშვეობით ექიმებს ტესტირება უტარდებათ.

ტრენინგის ჯგუფები 10-15 მონაწილეს მოიცავს. 11 მაისიდან-26 ივნისამდე ტრენინგი 59-მა ექიმმა გაიარა, მათ შორის არიან ქ. თბილისის ინფექციონისტები : შპსნეოლაბიდან“, „ჰეპადან“, „მრჩეველიდან“, სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან და ასევე ინფექციონისტები რეგიონებიდან: ბათუმიდან, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან

მეტი ინფორმაციისათვის ტრენინგების შესახებ დაუკავშირდით ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის კოორდინატორს, მარი ჩოხელს.