ჩვენ, განცხადების ხელმომწერ საქართველოსა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მიგვაჩნია, რომ უკრაინაში რუსეთის მიმდინარე სამხედრო თავდასხმა არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის აქტია სუვერენული სახელმწიფოს წინაღმდეგ და წარმოადგენს ევროპული და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის დარღვევის მცდელობას, რაც საერთაშორისო საზოგადოებისაგან მაქსიმალურად მკაცრ რეაგირებას მოითხოვს. დღეს უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო მანქანის წინააღმდეგ ბრძოლის საოცარ მაგალითს იძლევა და დემოკრატიული მსოფლიოს ვალია, მხარი დაუჭიროს მას ამ უთანასწორო ბრძოლაში.
რუსული აგრესიის მსხვერპლი 2008 წელს საქართველოც გახდა და პუტინის რეჟიმი ამისათვის დიდწილად დაუსჯელი დარჩა. დღეს რასაც თვალს ვადევნებთ, დიდწილად დასავლეთის მიერ მაშინ გამოჩენილი არასათანადო სიმკაცრის შედეგია. დემოკრატიულ მსოფლიოს ისევ იგივე შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს და მან ევროპის შუაგულში მიმდინარე ამ ღია აგრესიას სათანადო პასუხი უნდა გასცეს.
ჩვენ, საქართველოსა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მთელ მსოფლიოში, შემოუერთდნენ ჩვენს მიმართვას მსოფლიოს მთავრობებისადმი, რომ მათ მკაცრი, ერთიანი და ძლიერი რეაგირება მოახდინონ რუსეთის ამ თავხედურ და დანაშაულებრივ ქმედებაზე. მაშინ, როდესაც უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან და ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა ნადგურდება, სანახევრო ზომების დრო არ არის. პუტინის რეჟიმმა ამ დანაშაულებისათვის მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს.
შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ დემოკრატიული მსოფლიოს მთავრობებს, რომ:
მიგვაჩნია, რომ უკრაინა ამ ომში მთელი კონტინენტისა და დემოკრატიული მსოფლიოსთვის იბრძვის და ჩვენი ვალია, უკრაინის გმირს ხალხს მხარი დავუჭიროთ. ახლა მოქმედების დროა!
Слава Україні!