ჩვენი გუნდი

ქეთი ხუციშვილი

დირექტორი

ქეთი ხუციშვილი ფონდს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს.

განათლებით აღმოსავლეთმცოდნე-ინდოლოგი, 90-იანი წლების დასაწყისში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მუშაობდა და სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. 1994-2001 წლებში მუშაობდა საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში (National Democratic Institute) – თავდაპირველად თბილისში, ადგილობრივი კონსულტანტის, მოგვიანებით კი კიევში, პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 2002-2007 წლებში იყო დირექტორი ევრაზიის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობისა, რომელიც ხელს უწყობდა ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას.

ხატია ჯინჯიხაძე

დირექტორის მოადგილე / მედიის მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი

ხატია ჯინჯიხაძე საქართველოს ღია საზოგადოების ფონდს (OSGF) 2009 წელს შეუერთდა და ამჟამად ის სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი OSGF) დირექტორის მოადგილე და მედიისა და კომუნიკაციების პროგრამის მენეჯერია. 15 წელზე მეტია, ფონდის მედიის მხარდაჭერის პროგრამა მხარს უჭერს დამოუკიდებელ მედია საშუალებებს საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების თემებში. პროგრამის მიზანია, მედიის სფეროში განვითარდნენ სიცოცხლისუნარიანი ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოების ინტერესის შესაბამის ხარისხიან შინაარსს შექმნიან. მედიის ადვოკატირების კოალიციის ფარგლებში, ხატია მედიის კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვისა და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად მუშაობს.  2000-2009 წლებში ის მუშაობდა აშშ-ის საელჩოში თბილისში, აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ მედიის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში.

საბა ბრაჭველი

ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი

საბა ბრაჭველი ფონდს 2021 წელს შემოუერთდა. საბა კითხულობს ლექციებს სისხლის სამართლის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფლობს ედინბურგისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების მაგისტრის ხარისხებს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით. საბა არის სამართლებრივი სახელმძღვანელოსა და სტატიების ავტორი. სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში, იყო ევროსაბჭოს ეროვნული ექსპერტი.

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.