ციცინათელების ქვეყანა- ჰოსპისი ბავშვებისთვის

16.06.2022

ბავშვთა ჰოსპისი  “ციცინათელების ქვეყანა” 2017 წელს გაიხსნა. ჰოსპისის შექმნაზე მუშაობა ფონდმა 2013 წელს ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის საჭიროებების შესახებ კვლევის ჩატარების შემდეგ დაიწყო. კვლევის შედეგების მიხედვით, პალიატიური მზრუნველობის მომსახურება საქართველოში წელიწარდში 840 ბავშვს ესაჭიროება. აქედან, 30-მდე ბავშვს ჰოსპისური მზრუნველობა, რაც გულისხმობს სტაციონარული პალიატიურ მზრუნველობას ჰოსპისში.

ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2016 წელს ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ფონდის და კომპანია ევექსის მხარდაჭერით დაიწყო, რომელსაც ასობით მოქალაქე, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია და ხელოვანები შეურთდნენ. კავკასიაში პირველი, ევროპული სტანდარტის ბავშვთა ჰოსპისის არსებობა ამ ერთიანობის შედეგია.

“მიუხედავად იმისა, რომ ევექსმა ჰოსპისს გადასცა მიწის ნაკვეთი, ხოლო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ფონდის პირველი შენატანი საძირკვლის გახსნისთვის საკმარისი და მეტიც  იყო, მხოლოდ შემოწირულობებით ამ საქმის ბოლომდე მიყვანას სკეპტიკურად ვუყურებდი.  ვერაფრით წარმომედგინა, ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანაში ასეთი მასშტაბური პროექტის წამოწყება მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეების შემოწილობებით და ბიზნესის თანადგომით. მაგრამ, ჰოსპისი აშენდა და უკვე 5 წელია წარმატებით მუშაობს. ჰოსპისის  მეგობრების და გულშემატკივრების წრე, კიდევ უფრო გაფართოვდა. დაავადების სიმძიმის მიუხედავად, ბავშვები და მშობლები ჰოსპისში თავს დაცულად და მშვიდად გრძნობენ. დიდი მადლობა თითოეულ მხატვარს, კომპანიას, ორგანიზაციას და გულშემატკივარ მოქალაქეს, ვინც ჰოსპისის შექმნის და განვითარების გზას ჩვენთან ერთად გადის უკვე ექვსი წელია.”

ჰოსპისი მხოლოდ კერძო შემოწირულობებით არსებობს. სტაციონარის პარალელურად ჰოსპისში ფუნქციონირებს დღის ცენტრი და შინ ზრუნვის მომსახურება. “ციცინათელების ქვეყანაში” ყველა სახის მომსახურება უფასოა.