Ciné-DOC -Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის ფოკუსშია შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები. ფესტივალი ტარდება 2013 წლის 15-20 ოქტომბერს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში. მაყურებელი გაეცნობა სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტურ კინოს, რომელებსაც საავტორო ხედვა, ორიგინალური ვიზუალური კონცეფცია, სახასიათო პერსონაჟები და ძლიერი ისტორიებია ერთიანებს . Ciné-DOC TBILISI ეს არის საუკეთესო შემოქმედებითი დოკუმენტური კინო, წარმოდგენილი საერთაშორისო და ქართული დოკუმენტური ფილმებით.
ფესტივალი შედგება 5 სექციისაგან:
– საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა
– Focus Caucasus
– ქართული პანორამა
– CinéDOC Young
– სპეციალური კინოჩვენებები
კინოჩვენებების შემდეგ გაიმართება დისკუსიები და ღია დებატები. მასტერკლასებს ჩაატარებენ ცნობილი რეჟისორები, ღია სესიები გაიმართება მოწვეული უცხოელი სტუმრების მონაწილეობით.
მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ ვებგვერდი.