16 მაისს, თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის CineDoc-Tbilis-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ფესტივალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო Civil Pitch. ეს არის პლათფორმა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს იპოვონ დაინტერესებული რეჟისორები და პროდიუსერები და მათი დახმარებით შექმნან დოკუმენტური ფილმები ადამიანის უფლებებზე, გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მშვიდობის მშენებლობაზე, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე და ა.შ
Civil Pitch 2017-ის ფარგლებში, წინასწარ გამოცხადებულ კონკურსში 35 არასამთავრობო ორაგანიზაციისა და 14 რეჟისორის განაცხადი შემოვიდა. მათგან უცხოელმა პროფესიონალმა რეჟისორებმა და კინოს ექსპერტებმა 11 პროექტი შეარჩიეს, ამ პროექტების ავტორებმა კი უკვე თავის მხრივ არჩეულ რეჟისორებთან ერთად 13-14 მაისს ორდღიანი ტრენინგი გაიარეს და 15 მაისს ფილმის იდეებით წარსდგნენ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიურის წინაშე.
პროექტების უმრავლესობამ ჟიურის მოწონება დაიმსახურა, რამდენადაც თითქმის ყველა მნიშვნელოვან სამოქალაქო პრობლემატიკას ეხებოდა და გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით, ფილმის იდეები წარმოდგენილი იყო მაღალი პროფესიონალიზმით. ამიტომ წინასწარ გამოცხადებული ორი პრიზის გარდა, ჟიურისა და დონორი ორგანიზაციების გადაწყვეტილებით, საპრიზო ფონდი გაიზარდა და პრიზები ორი პროექტის ნაცვლად, 5 პროექტზე გაიცა.
გამარჯვებული პროექტები:
Level 2 (CRRC-Georgia and Giorgi Parkosadze),
Five meters of rocks (Urban Lab),
If it continues like this (Studio Re and Lali Kiknavelidze),
Under the Rainbow (For Better Future and Beso Gvenetadze)
Under the Clouds (Tanadgoma – Center for Information and Under the Clouds (Tanadgoma – Center for Information and Counseling on Reproductive Health and Maurillo Mangano).
CivilPitch 2017-ს ფიანასური მხარდამჭერი იყო ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” მედია პროგარმა.