ორშაბათს, 21 დეკემბერს, 16:00 საათზე, ღია საზოგადოების ფონდის ფეისბუქის გვერდზე გიწვევთ კვლევის ონლაინ პრეზენტაციაზე, რომელიც აღწერს თბილისისა და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში მაცხოვრებელი ოჯახების და ინდივიდების ყოფას, გარემოს და საცხოვრებელ პირობებს.