საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი აცხადებს კონკურსს

დასრულებული

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) აცხადებს კონკურსს პროექტის:  „სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფის მიზნით“  ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და იწვევს დაინტერესებულ პირებს/ორგანიზაციებს 3-ეტაპიან კონკურსში მონაწილეობის მისაღებად[1].

პროექტი მოიცავს აქტივობებს  ნივთიერების ავადმოხმარების პრევენციის სტრატეგიების და ინტერვენციის მექანიზმების შემუშვების, სამართალდამცავი ორგანოების, საგანმანათლებლო სისტემის და შესაბამისი პერსონალის შესაძლებლობების განვითარების, ჯანდაცვის სერვის პროვაიდერების და ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით.  გარდა ამისა, პროექტი გულისხმობს ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის და პოლიტიკის ცვლილების ადვოკატირებას და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თემატური, ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებას.

 

  • კონკურსის პირველ ეტაპზე შეირჩევა სამოქალაქო აქტივისტები, საინიციატივო ჯგუფები, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლებსაც ჩაუტარდებათ ტრენინგი ევროკავშირის პროექტით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ საკითხებზე;
  • მეორე ეტაპზე ტრენინგის მონაწილეთათვის გამოცხადდება მცირე საგრანტო კონკურსი;
  • მესამე ეტაპზე შერჩეულ გრანტის მიმღებ პირებს/საინიციატივო ჯგუფებსა თუ სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციის წარმომადგენელებს ჩაუტარდებათ მეორე ტრენინგი გრანტის ფინანსური მართვის საკითხებში

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები მიიღება  არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და აქტივისტებისაგან, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.  წარმოსადგენი განაცხადის ფორმა იხილეთ თანდართული დანართი 1 სახით.

 

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 25 მაისი.

განაცხადების მიღება: მსურველებმა შევსებული განაცხადი უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: eucompetition@csf.ge

გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ: კონკურსი: ტრენინგი EU-OSGF 2023

საკონტაქტო პრები: ირმა ხაბაზი, გიორგი კორძაია

გთხოვთ გაითვალისწინოთ:  ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

პირველი ეტაპის ტრენინგის მეთოდოლოგია: ინტერაქტიული ტრენინგი დისტანციურ  ან ჰიბრიდული ფორმატში, პრეზენტაციები, ჯგუფური მუშაობა, წარმატებული შემთხვევების წარდგენა და ანალიზი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 სამუშაო დღე, ტრენინგის ჩატარების სავარაუდო თარიღია 2023 წლის  მაისის ბოლო ივნისის დასაწყისი.

 

პირველი ეტაპის ტრენინგის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებისათვის გამოცხადდება მცირე გრანტების კონკურსი, რომელიც საშუალებას მისცემს მონაწილეებს წარმოადგინონ შესარჩევად  მაქსიმუმ 1 წლიანი პროექტი  ბიუჯეტით 5000- 30000 ევროს ფარგლებში, ევროკავშირის პროექტით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებებით.

 

დანართი 1

განაცხადის ფორმა 2 დღიან ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად (2023 წლის მაისი/ივნისი)

 

  • განმცხადებლის მონაცემები:
  1. სახელი, გვარი:
  2. დაბადების თარიღი:
  3. საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელ.ფოსტა:
  4. განათლება:
  5. პროფესია:
  • იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი ორგანიზაციას წარმოადგენს:
  1. ორგანიზაციის სახელწოდება;
  2. თანამდებობა/პოზიცია აღნიშნულ ორგანიზაციაში;
  3. ორგანიზაციის ვებგვერდი;
  4. ორგანიზაციის ძირითადი მიზნები;
  5. განხორციელებული საქმიანობა (გთხოვთ მოკლედ, არა უმეტეს 500 სიტყვისა აღწეროთ ორგანიზაციის საქმიანობა)
  • გთხოვთ აღწეროთ თქვენი საქმიანობის სფერო (მოკლედ, არა უმეტეს 500 სიტყვისა ის პროექტი, ან პროგრამა რომელშიც თქვენ მუშაობთ):
  • გთხოვთ მიუთითოთ იმ საგანმანათლებლო პროგრამების თარიღები და სახელწოდებები, რომელშიც მიგიღიათ მონაწილეობა (გთხოვთ მოკლედ აღწეროთ, არა უმეტეს 500 სიტყვისა):
  • გთხოვთ განმარტოთ როგორ გეგმავთ ტრენინგის განმავლობაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას თქვენს საქმიანობაში? (გთხოვთ მოკლედ აღწეროთ, არა უმეტეს 500 სიტყვისა)
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განიხილება მხოლოდ სრულად შევსებული განაცხადები.

 

[1] კონკურსის ჩატარებაზე, საკონკურსო ტექსტის შინაარსზე და შერჩევის პროცესზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“; და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.