„მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა

რა არის „მზა-ჩანაწერები“ (Cookies)? 

„მზა-ჩანაწერები“ არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელიც ინახება თქვენს მოწყობილობაში, როდესაც სტუმრობთ ვებგვერდს www.csf.ge   (შემდგომში - ვებგვერდი).  

Cookie ფაილების ტიპები: 

  • აუცილებელი Cookie ფაილები საჭიროა ვებგვერდის საბაზისო ფუნქციების მუშაობისათვის, ნავიგაციისა და უსაფრთხო მოხმარებისათვის; 
  • ფუნქციური Cookie ფაილები საჭიროა მომხმარებლის, მონაცემთა სუბიექტის მიერ ვებგვერდზე გაკეთებული ამა თუ იმ არჩევანის დამახსოვრებისთვის, რათა მას ყოველ ვიზიტზე ხელახლა არ მოუხდეს ამ არჩევანის გაკეთება (მაგალითად ვებგვერდის მოხმარების წესებსა და Cookie პოლიტიკაზე დათანხმება); 
  • ანალიტიკური Cookie ფაილები აგროვებენ ინფორმაციას ვებგვერდის მომხმარებლის, მონაცემთა სუბიექტების ქცევის შესახებ (მაგალითად, ვებგვერდის რომელ ნაწილთან და სეგმენტთან აქვს მონაცემთა სუბიექტს ინტერაქცია) 

ვებგვერდი www.csf.ge იყენებს აუცილებელ „მზა ჩანაწერებს“, რაც აუცილებელია ვებგვერდზე მომხმარებლის ნავიგაციისთვის. ამასთან, ვებგვერდი იყენებს  ფუნქციური და ანალიტიკური ტიპის გარკვეულ „მზა ჩანაწერებს“, რაც აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას და ამარტივებს მის ნავიგაციას ვებგვერდზე. 

რომელ მზა ჩანაწერებს ვიყენებთ ჩვენ: 

  • IP მისამართი (IP Address) არის უნიკალური ნომერი, რომელიც ინტერნეტში მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება. IP მისამართებზე წვდომა აუცილებელია ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის, რადგან ისინი მონაცემების გაგზავნისა და მიღების პროცესს უზრუნველყოფენ. ამასთან, ეს მონაცემი მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, ანალიზისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების თვალსაზრისით. 
  • ადგილმდებარეობის განსაზღვრა – IP მისამართის საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ადგილმდებარეობის (მაგალითად, ქვეყნისა და ქალაქის) დაახლოებით განსაზღვრა. არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ ეს ინფორმაცია გამოყენებულ იქნას მომხმარებელზე მორგებული მომსახურების, რეკლამებისა და კონტენტის მიწოდებისთვის, თუმცა ვებგვერდი www.csf.ge ამ ინფორმაციას აღნიშნული მიზნებით არ ამუშავებს.   
  • ინფორმაცია ბრაუზერისა და მოწყობილობის შესახებ მოიცავს დეტალებს იმის შესახებ, თუ რა ტიპის მოწყობილობასა (მაგალითად, მობილური ტელეფონი, ტაბლეტი, დესკტოპ კომპიუტერი) და რომელ ბრაუზერს (მაგალითად, Google Chrome, Mozilla Firefox, Safari და სხვა) იყენებს მომხმარებელი.  ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ვებგვერდის უკეთესი ოპტიმიზაციის, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის თვალსაზრისით.  
  • Referrer Data არის ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, როგორ მოხვდა მომხმარებელი კონკრეტულ ვებგვერდზე. ეს ინფორმაცია მოიცავს საძიებო სისტემის ან სხვა ვებგვერდის URL-ს, საიდანაც მომხმარებელი კონკრეტულ ვებგვერდზე გადავიდა. არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ ეს ინფორმაცია გამოყენებულ იქნას ვებგვერდზე გადმომისამართების წყაროების გაანალიზებისთვისა და მარკეტინგული სტრატეგიების გაუმჯობესებისთვის, თუმცა ვებგვერდი  www.csf.ge ამ ინფორმაციას აღნიშნული მიზნებით არ ამუშავებს.   

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.