ცოტაC

28 ივლ, 2015

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული. საქართველოში 200 000 ადამიანი C ჰეპატიტით ცხოვრობს. სახელმწიფომ ბოლო წლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად: 2014 წლის 1 მარტს დაიწყო მკურნალობის უფასო პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; 2014 წლის 1 ივლისადან შესაძლებელი გახდა ფასდაკლებული პრეპარატების შეძენა. 2015 წლიდან ხელმისაწვდომია ახალი პრეპარატით (სოფოსბუვირით) უფასო მკურნალობა 5000 პაციენტისთვის. საქართველო შეირჩა ამ ინფექციის ელიმინაციის (ქვეყნის მასშტაბით აღმოფხვრის) პროგრამის განსახორციელებლად. წლევანდელი კამპანიას ორი ძირითადი მიზანი აქვს: მხარი დაუჭიროს მკურნალობის პროგრამის პირველი ფაზის განხორციელებას და მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთოს ელიმინაციის გრძელვადიანი პროგრამის შემუშავების პროცესში.  პაციენტთა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზაციები ამ მიზნით კამპანიას აწყობენ. 2015 წელს კამპანიას 5 წელი შეუსრულდა. კამპანიის წლევანდელი სახელწოდება „ცოტაC” ეხმიანება სახელმწიფოს მიერ გადადგმულ მრავალ ქმედით ნაბიჯს და ის ასევე გამოხატავს ელიმინაციის მიზანს.

კამპანიის ფარგლებში გასამართი ღონისძიებები:

თბილისში, სამშაბათს, 28 ივლისს, 12:00 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (მის. ასათიანის ქ. 9) გაიმართება პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა, რომელშიც სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად პაციენტთა წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. კამპანიის ფარგლებში მსგავსი ღონისძიებები გაიმართება გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

კამპანია გაგრძელდება ქუჩის აქციით, რომლის დროსაც პროგრამით უკვე მოსარგებლე და კანდიდატი პაციენტები, ასევე მათი მხარდამჭერები გაავრცელებენ სპეციალურად შემუშავებულ საინფორმაციო მასალას, რომელიც სხვა პაციენტებს დაეხმარება პროგრამაში ჩართვას. აქცია გაიმართება 28 ივლისის 18:00 საათზე. თბილისში აქცია გაიმართება რუსთაველის მეტროდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობით.  მსგავსი აქციები გაიმართება რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში.

###

თბილისი მარინა ასათიანი მობ. 599119999 ელ.ფოსტა: 

გორი  ქეთევან ბიძინაშვილი მობ. 599370255 ელ.ფოსტა: 

ქუთაისი ზაზა ქარჩხაძე მობ. 597400705 ელ.ფოსტა: 

ზუგდიდი ნინო ჯანაშია მობ. 599719757 ელ.ფოსტა: 

ოზურგეთი ენრი მამინაშვილი მობ. 592343007 

ბათუმი ნათია ხარატი მობ. 599502512