დიღმის ჭალები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე – კვლევის ონლაინ პრეზენტაცია

18.03.2021

თბილისის ერთადერთი ჭალა და უდიდესი საჯარო სივრცე ქალაქის ყველაზე მასშტაბური ეკოდანაშაულის ეპიცენტრია.

18 მარტს დიღმის ჭალების საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა კვლევა, რომელიც აღწერს, თუ რა მნიშვნელობის მატარებელია დიღმის ჭალები თბილისისთვის, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს და როგორ შეიძლება ეკოლოგიური კრიზისის დაძლევა. კვლევა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

დიღმის ტყე-პარკი 2010 წელს და დღეს.