2 მაისს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დღეს, “კოალიცია თანასწორობისთვის” აქვეყნებს 2021 წლის ანგარიშს დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელების შესახებ სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში.
კოალიცია თანასწორობისთვის 10 წევრი ორგანიზაცია, შემდეგ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ლგბტ(ქ)ი პირთა უფლებრივი მდგომარეობა (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
უსახლკარო პირები (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
აქტივისტები და უფლებადამცველები (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ქალთა უფლებები (საფარი)
არადომინანტი რელიგიური გაერთიანებები (ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ეთნიკური უმცირესობები (სოციალური სამართლიანობის ცენტრი)
ბავშვთა უფლებები (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
უცხოელთა უფლებები (იზი კასრელიშვილი, უფლებები საქართველო)
მედია (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
“კოალიცია თანასწორობისთვის” 2014 წლიდან შეისწავლის ქვეყანაში ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივ მდგომარეობას და ყოველწლიურ ანგარიშებს ამზადებს.
###
„კოალიცია თანასწორობისთვის” არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ხელშეწყობით შეიქმნა და თერთმეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის წევრები არიან: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), უფლებები საქართველო, საფარი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), თანასწორობის მოძრაობა. კოალიციის მიზანი ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების მანდატის გაძლიერება და დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის ხელშეწყობაა. 2015 წელს, ახლადდაფუძნებულმა “კოალიციამ თანასწორობისთვის” და საქართველოს სახალხო დამცველმა ხელი მოაწერეს დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.