რეჟისორი ნიკა ბეჟანიშვილის დოკუმენტური ფილმი ‘შავი კვადრატი’ ‘ალბა’-ს 2015 წლის ადამიანის უფლებათა ფესტივალისთვის/Impugning Impunity, ALBA Human Rights Documentary Film Festival შეირჩა. მისი ჩვენება 28 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, სერვანტესის ინსტიტუტშია გაიმართება.
‘შავი კვადრატი’ ყოფილი ნარკოდამოკიდებული ქალის ისტორიაა. ფილმში გაშლილია რამდენიმე თემა: ნარკოპოლიტიკა საქართველოში, ნარკოდამოკიდებულ ქალთა ცხოვრებისეული რეალიები და პრობლემები, სოციალური სისტემის ფუნქციონირება: სოციალური მუშაკები და სოციალური საწარმოები და ა.შ
ანა ოთარაშვილი ფილმის მთავარი გმირია, რომელმაც პატიმრობაში 16 წელი გაატარა. მან მეგობრებთან და მისივე პრობლემების მქონე ქალებთან ერთად დაარსა ნარკომომხნარებელ ქალთა თვითორგანიზაცია ‘აკესო’.
საქართველოში ნარკოდამოკიდებული ქალები მდგომარეობა განსაკუთებით მძიმეა. ხშირია საზოგადოების და, ზოგჯერ, საკუთარი ოჯახების მიერ მათი გარიყვა. ისინი ხშირად ხდებიან სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლნი.
ფილმის პრემიერა კინოთეატრ ‘ამირანში’ 1 ნოემბერს შედგა. ფართო საზოგადოებას ფილმის ნახვას უახლოეს მომავალში შეძლებს.
ფილმი რეჟისორმა ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით გადაიღო.
ნახეთ ფილმის ტრეილერი.