ეგვიპტის გამოცდილების გაზიარება ც ჰეპატიტის საკითხებზე

21.07.2015

2015 წლის 1-4 თებერვალში,  ჰეპატიტის მართვის გამოცდილების შესასწავლად ეგვიპტეში საქართველოს დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტი ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით განხორციელდა.

დელეგაციას შემადგენლობაში შედიოდნენ:  საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი,   ჯანდაცვის  სამინისტროს წარმომადგენლები, ინფექციურ დაავადებათა და შიდსის ცენტრის წარმომადგენელი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ვიზიტის პერიოდში  შეხვედრები გაიმართა C ჰეპატიტის მკურნალობის (ფატიმიას ჰოსპიტალსა და ღვიძლის ნაციონალურ ცენტრში) ორ მთავარ ცენტრში, C ჰეპატიტის კოორდინაციის სახელმწიფო კომიტეტში, ჯანდაცვის სამინისტროში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზიაციაში, ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრალურ ლაბორატორიაში,  ეპიდზედამხედველობის განყოფილებაში. დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ  ჯანდაცვის მინისტრს, პროფესორ ადელ დავის,     მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეგვიპტის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს.

გაიმართა მრგვალი მაგიდაც, სადაც ქართულმა დელეგაციის წევრებმა სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ც ჰეპატიტის მკურნალობის ელიმინაციის  გეგმები ეგვიპტურ მხარეს გააცნეს.

დისკუსიის დროს  ეგვიპტელმა კოლეგებმა კომენტარები და შენივნები წარმოადგინეს, რომელიც  ე.წ  „დოტს თერაპიის” საკითხს ეხებოდა, რაც პაციენტების ყოველდღიურად კამერების მეთვალყურეობის ქვეშ წამლის მიღებას გულისხმობს. ეგვიპტელი კოლეგები შიშობენ, რომ დოტს პროგრამა ბევრ ბარიერს შექმნის პროგრამის იმპლამენტაციის პროცესში და შეაფერხებს ელიმინაციის პროგრამის ეფექტურად განხორციელებას.  ეგვიპტელმა კოლეგებმა გაგვიზიარეს ის მექანიზმები და ბერკეტები, რომლებსაც ისინი იყენებენ მედიკამენტის „გაჟონვის” თავიდან აცილების  მიზნით.

ვიზიტი წინ უსწრებდა საქართველოს მთავრობისა და კომპანია გილეარდის მიერ ხელმოწერას და მისი მიზანი ეგვიპტის გამოცდილების შესწავლა და მისი საქართველოში ეფექტურად დანერგვაა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისიწნებს ვიზიტის დროს მირებულ გამოცდილებას და ც ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა საქართველოში ყველა პაციენტისათვის ყველა კრიტერიუმით ხელმისაწვდომი იქნება.