ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ახალი ანგარიში საქართველო და მეზობლები

30.06.2015

30 ივნისს, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში გაიმართა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ახალი ანგარიშის პრეზენტაცია – საქართველო და მეზობლები. მთავარი თემა: საქართველო რუსული ექსპანსიონიზმის და ფინანსური კრიზისის ფონზე.

ანგარიშში განხილულია რუსული ეკონომიკის გამოწვევები, რუსულ-ქართული ეკონომიკური კავშირები და რუსული ექსპანსიონიზმისა და ფინანსური კრიზისის გავლენა საქართველოზე ვაჭრობის, ინვესტიციების, ფულადი გზავნილების, ტურიზმისა და ენერგეტიკის თვალსაზრისით. ანგარიში ასევე განსაზღვრავს რუსული ექსპანსიონისტური პოლიტიკით განპირობებულ შესაძლო რისკებს საქართველოსათვის და გვთავაზობს რეკომენდაციებს.

ანგარიში ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით მომზადდა.

ანგარიშის სრული ვერსია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ ნახოთ აქ.