ელიტური კორუფცია გარემოსდაცვით სფეროში

18.05.2015

კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია 

19 მაისს, სამშაბათს, 11:00 საათზე, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში (ჭოველიძის 10) გაიმართება განახლებული ანგარიშის პრეზენტაცია გარემოსდაცვით სფეროში არსებული ელიტური კორუფციის შესახებ.

ანგარიში მოამზადა მწვანე ალტერნატივამ  ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევების გამოვლენა.

ანგარიში სახელწოდებით “ბუნებრივი რესურსების მართვა და ელიტური კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორები” აერთიანებს 2011-2014 წლებში გამოცემული სამი კვლევის შედეგებს, რომელიც ეხებოდა ფერადი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობას; ენერგოპროექტებს და გადაშენების წინაშე მყოფ ცხოველებზე ნადირობის საკითხს.

კვლევების შედეგად გამოვლინდა რიგი სისტემური პრობლემები, რაც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის საქართველოში ელიტური კორუფციის განვითარებისათვის. ამასთანავე, აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა სექტორთან დაკავშირებულ კვლევებში ერთი და იგივე პიროვნებები ფიგურირებენ.

კვლევის ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს განხილულ სექტორებში გასატარებელი ღონისძიებების და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.

 

###

კონტაქტი:  ანა ტოკლიკიშვილი, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”
მობ: 595 221 999
ელ.ფოსტა: anuka@csf.ge , www.csf.ge

ირაკლი მაჭარაშვილი imacharasshvili@greeenalt.org; 2292773