ეროვნული იდენტობა- სემინარი მერაბ მამადრაშვილის ფილოსოფიაზე

22.04.2013

 

24 აპრილს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში (ჭოველიძის ქ.10) ჩატარდება მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი სემინარი  „ეროვნული იდენტობის” შესახებ.  მოხსენებას გააკეთებს ირანისტი, პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე.

დასწრება თავისუფალია.

სემინარი იმართება პროექტის „ეძღვნება მერაბ მამარდაშვილს 2″ ფარგლებში, რომელსაც სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით 2012 წლის აპრილიდან ახორციელებს.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.