ესმა გუმბერიძის ამბავი

04.03.2019

ესმა გუმბერიძე ადამიანის უფლებათა დამცველი უსინათლო აქტივისტია. მისი ყველა ძალისხმევა და ინიციატივა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ცხოვრების გამარტივებისა და ხელშეწყობისკენ არის მიმართული. ესმას გაუმართლა. ოჯახის წევრებმა თავიდანვე სწორად განსაზღვრეს და განავითარეს მისი შესაძლებლობები. სწორედ ამ ცოდნის და გამოცდილების დამსახურებით მისი ცხოვრება უფრო მარტივია, ვიდრე მისავე მდგომარეობაში მყოფი სხვა ადამიანებისთვის. ესმასთვის სირთულეების დაძლევაც კარგად ნაცნობია, წარმატებაც და ბედნიერების განცდაც.

ისეც ხდება, რომ ბევრ ელემენტარულ წვრილმანს ვერ ითვალისწინებენ მისი გარშემომყოფები უსინათლოებთან ურთიერთობის გამოუცდელობით.

ესმას ამბავი ღია საზოგადოების ფონდის პირადი ადამიანების ისტორიების კრებულიდან “ჩემი ამბავი”.