ეთნიკური უმცირესობები სოციალურად უფრო გარიყული ჯგუფია – კვლევის მიგნებები

19.04.2023

სიღარიბე და ეკონომიკური და რეგიონული უთანასწორობა ჩვენი ქვეყნის საერთო პრობლემაა. თუმცა, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის სოციალური მდგომარეობა უფრო მძიმეა.

ეთნიკური უმცირესობების სოციალურ გარიყულობას მრავალშრიანი ახსნა აქვს და ცხადია, რომ ის ქვეყანაში არსებულ საერთო სოციალურ და ეკონომიკურ უსამართლობებს უკავშირდება. ასიმეტრია დასაქმების, განათლების, სოფლის მეურნეობის სფეროებსა თუ სერვისებზე წვდომაში – ვიდეოში გაეცნობით ძირითად მიგნებებს უახლესი კვლევისა თუ პოლიტიკის დოკუმენტების, რომლებიც „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტისა“ (ISSA) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ, „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მომზადდა.

სიახლეები

მულტიმედია