16 ივნისს, სამშაბათს, 11 საათზე, სასტუმრო ‘რუმსში’ ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის მონიტორინგის ანგარიშს წარადგენს.
პრეზენტაციას გახსნიან ქეთი ხუციშვილი, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ დირექტორი, დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და იანოს ჰერმანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
საქართველოს ხელისუფლებისა და მათი ევროპელი კოლეგების მონაწილეობით, კონფერენციაზე შედგება დისკუსია საქართველოს ევროპული გზისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის თაობაზე.
ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული შემდეგი სფეროების მონიტორინგის ანგარიშები მოამზადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, „ციხის საერთაშორისო რეფორმა”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, კავშირი „საფარი”, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”.
მონიტორინგის ანგარიშები შეეხება შემდეგ საკითხებს:
● კანონის უზენაესობა და პროკურატურის რეფორმა საქართველოში;
● კორუფციასთან ბრძოლა;
● არაჰუმანური მოპყრობა და წამება;
● ბავშვთა, ქალთა, დასაქმებულ მოქალაქეთა უფლებების დაცვა.
ანგარიში ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 18 მაისს, რიგაში წარადგინეს.
###
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ანა ტოკლიკიშვილი, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო”, 595 221 999, ელ.ფოსტა: Anuka@csf.ge, www.csf.ge.