პროფესიულ სასწავლებლებთან აჭარაში პროექტის LINKS ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
პროექტი გულისხმობს ახალგაზრდების პროფესიული უნარების განვითარებას და დასაქმების ხელშეწყობას.
ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტს ოთხ რეგიონში – აჭარა, გურია, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი, ახორციელებენ ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს გაეროს ასოციაცია.