გიორგი ჩიტიძე – “რამდენადაც დახურული იქნება ეს პროცესი, იმდენად უფრო ნიჰილისტურად განეწყობა ამომრჩეველი მის მიმართ”

26.03.2021

25 მარტს ღია საზოგადოების ფონდმა პატრნიორ ორგანიზაციებთან ერთად მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის მედიაციის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა.

ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი, გიორგი ჩიტიძე ლაპარაკობს ევროკავშირის მედიატორობით წარმართული დიალოგის მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაზე: “ჩვენი მოწოდება არის მედიატორების მიმართ, რომ მათ მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას, როგორც მიუკერძოებელმა და ობიექტურმა მხარემ”