ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია

16.06.2015

 

16 ივნისს ფონდმა ‘ღია საზოგადოება-საქართველომ’ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.  

პრეზენტაცია გახსნეს ვანო ჩხიკვაძემ ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, დავით ბაქრაძემ, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და იანოს ჰერმანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

მონიტორინგის ანგარიშები მოამზადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, „ციხის საერთაშორისო რეფორმა”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, კავშირი „საფარი”, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”.

ანგარიში ეხება კანონის უზენაესობასა და პროკურატურის რეფორმას საქართველოში;კორუფციასთან ბრძოლას; არაჰუმანურ მოპყრობას და წამებას; ბავშვთა, ქალთა, დასაქმებულ მოქალაქეთა უფლებების დაცვას.

ანგარიში ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 18 მაისს, რიგაში წარადგინეს.

მონიტორინგის შედეგების მოკლე მიმოხილვა სფეროების მიხედვით:

პროკურატურის რეფორმა- ავტორი ანა ნაცვლიშვილი

აუცილებელია პროკურატურა ჭეშმარიტად დამოუკიდებელ, ეფექტურ და ანგარიშვალდებულ ორგანოდ გარდაიქმნას, რათა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პროგრესი არ შეფერხდეს და ეს არ აისახოს კანონის უზენაესობაზე დამყარებული დემოკრატიის ჩამოყალიბებასა და ქვეყნის ევროპულ ინტერგრაციაზე. ამჟამად მკაფიო შეუსაბამობა შეიმჩნევა ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებულ ვალდებულებებსა და სამოქმედო გეგმის მიერ განსაზღვრულ აქტივობებს შორის, რაც იმაზე

მიუთითებს, რომ ხელისუფლებას არ სურს გაიაზროს ან არ აღიარებს საკითხის ირგვლივ არსებულ კონტექს

ადრეული ქორწინება-ანა აბაშიძე, ანა არგანაშვილიტს.

დოკუმენტში განხილულია ბავშვის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევები, განსაკუთრებით, გოგონების მიმართ, რომლებიც ადრეული ქორწინების გამო, დგანან გენდერულ ძალადობის წინაშე, რაშიც მთავრობის მხრიდან შესაბამისი ჩარევა არ ხდება. მიმოხილვის შედეგები ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ მოთხოვნებს  ვერ  შეასრულებს  მანამ, სანამ  ადრეულ  ასაკში ქორწინების პრობლემა, ბავშვთა უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევა, სათანადოდ არ მოგვარდება.

შრომის ინსპექციის შექმნა – ნინო ელბაქიძე
დოკუმენტი ეხება არსებულ შრომის ინსპექტირების მექანიზმს და სხვა დამატებით მექანიზმებს, რომლებიც  საჭიროა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული ურთიერთობის ექფეტური ზედამხედველობისათვის.  მთავრობამ უნდა მოახინოს დამოუკიდებელი შრომის ინსპექცია, რომელსაც ექნება უფლებამოსილება განახორციელოს შრომის კანონმდებლობის შესრულებისა და დარღვევის მონიტორინგი,   ასევე პრევენცია, სანქციების დაკისრება და რეკომენდაციების გაცემა  შრომის  პოლიტიკასთან  დაკავშირებით. საქართველომ უნდა მიიღოს ცალკე საკანონმდებლო აქტი, რომელიც დეტალურად მოაწესრიგებს შრომის ინსპექციის, როგორც ევროკავშირისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად არსებული მუდმივმოქმედი ორგანოს საქმიანობას.

წამების წინააღმდეგ ბრძოლა- ცირა ჭანტურია
დოკუმენტში ხაზგასმულია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბების გადაუდებელი აუცილებლობა წამების ბრალდებების გამოსაძლიებლად, არსებული მექანიზმის ნაკლოვანებების შეფასებით და იმ საერთაშორისო მოთხოვნებზე აქცენტირებით, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მიზნით. შემოთავაზებული მექანიზმი დამოუკიდებელი უნდა იყოს ინსტიტუციურ, ინდივიდუალურ და პრაქტიკულ დონეზე, პროკურატურისგან  დამოუკიდებელი  მანდატით. ბოლო წლებში განხორციელებული გამოძიებების მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, ამ მექანიზმმა შესაძლებელი უნდა გახადოს მიმდინარე და წარსულში არსებული საჩივრების გამოძიება წამებისა და არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის ან წამების მუქარის შესახებ. მექანიზმის ხელმძღვანელები პარლამენტმა უნდა დანიშნოს და ისინი მის მიმართ უნდა იყვნენ ანგარიშვალდებულნი. საჭიროა, რომ საგამოძიებო ორგანო აღჭურვილი იყოს ყველა აუცილებელი ფინანსური და ადამიანური რესურსით. მას მხარს უნდა უჭერდეს და მონიტორინგს უწევდეს სამოქალაქო საზოგადოება და ევროკავშირი, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. საბოლოო ჯამში კი,  მისი ფუნქციონირება უნდა იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საქართველოს მოქალაქეების წინაშე.

ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგი- ერეკლე ურუშაძე
იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ამჟამად გამჭვირვალე ელექტრონული სისტემაა დანერგილი საჯარო მოხელეების ქონების დეკლარირებისთვის, აღნიშნულ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის შემოწმების მექანიზმები არ არსებობს. საჯარო სამსახურის ბიუროს, რომელიც დეკლარაციების მიღებაზე პასუხისმგებელი უწყებაა, მათი შინაარსის გადამოწმების უფლებამოსილება არა აქვს.  არსებული პრაქტიკა იმაზე მიუთითებს, რომ გადამოწმების სისტემის არარსებობამ მრავალი საჯარო მოხელისთვის (პარლამენტის წევრების ჩათვლით) შესაძლებელი გახადა არასრული ან/და არაზუსტი ინფორმაცია მიეთითებინათ თავიანთ ქონებრივ დეკლარაციებში და, სხვა ინფორმაციასთან ერთად, დაეფარათ თავიანთი კავშირები კერძო სექტორის ორგანიზაციებთან. რასაკვირველია, როცა საზოგადოება სრულად არ არის ინფორმირებული საჯარო მოხელეების კერძო ინტერესების შესახებ, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის მომეტებული რისკი არსებობს.

ანგარიშები ნახეთ აქ.

 

 

NEWS

MULTIMEDIA