ევროპა და ახალი მსოფლიო უწესრიგობა ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის მიმართ

14.02.2018

14 თებერვალი, 2018. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო და ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებული საჯარო დისკუსია: ევროპა და ახალი მსოფლიო ‘უწესრიგობა’, ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის მიმართ.

დისკუსიის მონაწილეები განიხილავენ ევროკავშირის მთავარ სტრატეგიას აღმოსავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების მხრიდან ავტორიტარულ ტენდენციებთან გამკლავების გზებს, სამოქალაქო საზოგადოების როლს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამოწვევების გადალახვის პროცესში.

მომხსენებლები არიან:

► რებეკა ჰარმსიევროპარლამენტის წევრიმწვანეთა პარტია/ევროპული თავისუფალი ალიანსიდანევრონესტის თანათავმჯდომარე;
► 
თამარ ხულორდავაევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
► 
სერგი კაპანაძეევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.

მოდერატორივანო ჩხიკვაძეევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერიფონდი „ღია საზოგადოებასაქართველო“. 

დისკუსიის პირდაპირი ეთერი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღესდღეობით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები სხვადასხვა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევის წინაშე დგანან, რაც ამ ქვეყნების მთავრობებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებისგან მრავალმხრივი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. რთულ საგარეო-პოლიტიკურ მდგომარეობასთან ერთად გასათვალისწინებელია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შიდა დემოკრატიის კუთხით არსებული სირთულეები, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვას, ულტრა მემარჯვენე ძალების გაძლიერებას, აღმასრულებელი ხელისუფლების ძალის გადამეტებას და სხვა პრობლემებს.

საერთაშორისო პროცესების ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს რამდენად აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს ევროკავშირი და რამდენად მიჰყვებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები დაგეგმილი რეფორმების გზას.