2015 წლის 17 დეკემბერს ქ. ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს კოალიცია „ეს შენ გეხებას” წევრების საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც ეხება 2014 წლის ნოემბერში მიღებული ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურობას. მოსარჩელეები სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას სხვადასხვა საფუძვლით ითხოვენ. საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 26 ივნისის საოქმო ჩანაწერით სარჩელი არსებითად განსახილველად დაუშვა.
ხვალინდელ სხდომაზე ხდება სარჩელის არსებითი განხილვა. მხარეები წარუდგენენ სასამართლოს იმ არგუმენტებს, რომლებიც ეხებიან ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასთან. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს სადავო აქტებს, ფარული მიყურადების მომწესრიგებელი ნორმები ძალას დაკარგავენ და პარლამენტი შემდგომ ვეღარ მიიღებს ანალოგიური შინაარსის ნორმას.
###
საკონტაქტო პირი პრესისთვის: ანა ტოკლიკიშვილი, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’, ტელ: 595 221 999, ელ.ფოსტა: Anuka@csf.ge, www.csf.ge