კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) გავრცელების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე, ღია საზოგადოების ფონდის ოფისი 5 მარტიდან 23 მარტამდე არასტანდარტული რეჟიმით იმუშავებს.
მომდევნო ორი კვირის მანძილზე ფონდში დაგეგმილი შეხვედრები და საჯარო ღონისძიებები გაუქმდება, გრანტის მაძიებლებთან მარტის ბოლო ხუთშაბათს დაგეგმილი საკონსულტაციო შეხვედრის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება კონსულტაციის მიღება დისტანციურად ელ.ფოსტის/ვიდეოზარის ან ტელეფონის მეშვეობით (კონსულტაციის შესახებ ინფორმაციისთვის გადადით ამ გვერდზე).
ამ პერიოდში, ანგარიშგება მიმდინარე პროექტების განმახორციელებელთა მხრიდან საგრანტო განყოფილებასთან იწარმოებს ელექტრონულად. 23 მარტის შემდგომ ანგარიშების ჩაბარება უნდა მოხდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაციისათვის პროექტის განმახორციელებლები უნდა დაუკავშირდნენ პასუხისმგებელ პროგრამას ფონდში ელე.ფოსტის მეშვეობით.
აღნიშნული რეჟიმის 23 მარტის შემდგომ გაგრძელების საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია გამოქვეყნდება ამავე ვებგვერდზე.
###
ინფორმაცია ინფექციისა და პრევენციის საშუალებების შესახებ