
ფორუმის მიზანს წარმოადგენდა აჭარის და გურიის რეგიონების შშმ პირთა თემის მობილიზება და ინფორმირება ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რათა თემის თითოეულმა წევრმა შეძლოს ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის პროცესში.
ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აქტივისტები როგორც თბილისიდან, ასევე აჭარის და გურიის რეგიონებიდან, ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციები და ექსპერტები.
“თითოეული აქ მყოფი ადამიანის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მოახდინა გაეროს შშმ პირთა კონვენციის რატიფიცირება. ახლა მნიშვნელოვანია ამ ადამიანებმა ასევე აქტიურად მოახდინონ კონვენციის იმპლემენტაციის სწორი მექანიზმების შექმნა და ფორმირება. თუ ეს არ მოხდა, ვერ მოხდება კონვენციის იმპლემენტაცია” – აღნიშნა თორნიკე დვალმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს წარმომადგენელმა.
მოძრაობა “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მისიაა შშმ პირთა ადვოკატირება მათთვის საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აქტივისტები როგორც თბილისიდან, ასევე აჭარის და გურიის რეგიონებიდან, ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციები და ექსპერტები, წარმომადგენლები სახალო დამცველის აპარატიდან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსგან.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.