თბილისის მე-10 საერთაშორისო ფოტოფესტივალზე, რომელიც თანამედროვეობის ყველაზე მწვავე პრობლემების ვიზუალიზაციის პლატფორმაა, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერილი რამდენიმე ფოტოპროექტია წარმოდგენილი.
ფოტოფესტივალი ორი პროექტი “გორელოვკა” (ავტორი: ნათელა გრიგალაშვილი) და “ხის მეჩეთები აჭარაში” (ვლადიმერ შიოშვილი) ეთნიკური მრავალფეროვნების ანარეკლია, რომელიც 14 სექტემბერს მუშტაიდის პარკში იყო წარმოდგენილი.
17 სექტემბერს კი “სტამბას” ამფითეატრში ფონდის მხარდაჭერით მიგრაციის კრიზისის ამსახველი საერთაშორისო ფოტოპროექტი “მიგრანტების ოდისეა ევროპაში” დისკუსია და სკრინინგი გაიმართება. დისკუსიაში მონაწილეობენ- ირლანდიელი ფოტოგრაფი- რიჩარდ მოსე, იტალიელი ფოტოგრაფი- ალესანდრო პენსო MAP-იდან, თომას დვოჟაკი მაგნუმიდან, ომარ იმამი- ამსტერდამში მყოფი სირიელი ფოტოგრაფი.