“კოალიციამ თანასწორობისთვის” და კიდევ რამდენიმე ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მოამზადა ალტერნატიული ანგარიში, რომელიც გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს გაეგზავნა.
ანგარიშში საუბარია შემდეგ საკითხებზე:
1. ქალთა მიმართ ძალადობა;
2. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა;
3. განათლება;
4. დასაქმება;
5. ჯანმრთელობა;
6. სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მდგომარეობა;
7. ქორწინება და ოჯახური ურთიერთობები.
თითოეულ თავში მოცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.