გამოხატვის თავისუფლება საქართველოში

31.01.2020

2020 წლის 31 იანვარს საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ანგარიში  „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“ გამოაქვეყნა. ანგარიში მომზადდა „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი “სამართალწარმოება გამოხატვის თავისუფლებისთვის” ფარგლებში.

ანგარიში მიზნად ისახავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების კუთხით ბოლო პერიოდში არსებული მდგომარეობის სისტემატიზირებულ ანალიზს. მასში ასევე მოცემულია GDI-ს მიერ წარმოებული საქმეები, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო, ასევე რეგიონალურ და ეროვნულ სასამართლოებში. ანგარიშში იდენტიფიცირებულია ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვის პრაქტიკული მაგალითები და ტენდენცია.

გამოხატვის თავისუფლება საქართველოში by OSGF on Scribd