ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტი საქართველოში

24.06.2018

საქართველოს ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება 17-19 ივლისს თბილისში მე-5 ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტს უმასპინძლებს.

სამიტს ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი 75 ქვეყნიდან 2000 სტუმარი დაესწრება.

სამიტის პირველ დღეს, სამოქალაქო საზოგადოება იმსჯელებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სოციალურ- ეკონომიკურ გამოწვევებსა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებაზე.

ღია მმართველობის პარტნიორობა მრავალმხრივი ინიციატივაა, რომლის წევრი ქვეყნები ახორციელებენ რეფორმებს ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. OGP შანსს აძლევს მოქალაქეებს, ჩაერთონ ქვეყნის მართვის პროცესში და მათთვის სასიკეთო ცვლილებები მოითხოვონ.

2017 წლიდან საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანაა.

სტატია ამ თემაზე:
რა არის OGP და როგორ ემზადება საქართველო ღია მამმართველობის პარტნიორობის სამიტისთვის.