8 დეკემბერს, Impact Hub Tbilisi-ში გამართული 48 საათიან ჰაკათონში ღია მოძრაობა ჩაერთო და გამარჯვებული ახალგაზრდები 1500 ლარის ოდენობის პრიზით დააჯილდოვა.
“ღია” მოძრაობა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა და ხელს უწყობს ცნობიერების გაზრდას და დისკუსიას ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ.
წლევანდელი ჰაკათონის გამარჯვებული სამი გუნდია:
ჰაკათონი, რომელიც Garage48-ის და Impact Hub Tbilisi-ის მიერ არის ორგანიზებული, ფსიქიკური ჯანმრთელობის თემის წამოწევისათვის საინტერესო პლატფორმაა. აქ შესაძლებელია პრობლემების გადაწყვეტისა და სასიკეთო ცვლილებებისთვის სხვადასხვა ტექნოლოგიური შესაძლებლობის გამოყენება, ინოვაციური გზების ძიება. ეს არის მოკლევადიანი, ინტენსიური პროგრამა, რომელიც ემსახურება სტარტაპების გაჩენას.
დეველოპერებს, პროგრამისტებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტივისტებს ფსიქიკური ჯანმრთელობის ამ ღია ფორუმზე ახალი იდეებისა და პროექტების შექმნის შესაძლებლობა აქვთ. მათი ინოვაციები მიმართული უნდა იყოს სტიგმის შესამცირებლად, იმ კონკრეტული პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც აბრკოლებენ ადამიანებს იცხოვრონ ბედნიერად, იცოდნენ სტრესისა და ბრაზის მართვა, გაუმკლავდნენ დეპრესიას, ნეგატიურ აზრებს.