ღია საზოგადოების 20 წლიანი ისტორია და ჯორჯ სოროსი საქართველოში

14.11.2014

ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი ორგანიზაციის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეწვევა.

ფონდის საიუბილეო ღონისძიებები სექტემბერში, ბათუმის მედიაკონფერენციით დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. დოკუმენტური ფილმების, საინფორმაციო ილუსტრირებული გრაფიკების მეშვეობით ფონდი საქმიანობის 20 წელს შეაჯამებს ადამიანის უფლებების, მედიის განვითარების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, განათლების, კულტურის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების სფეროში. მთავარი შემაჯამებელი ანგარიში საზოგადოებას 15 ნოემბერს წარედგინება, რომელსაც ფონდის დამფუძნებელიც დაესწრება.

20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფონდმა ჯორჯ სოროსის ესე (essey) ‘ჩემი ფილანტროპია’ გამოსცა, სადაც იგი საუბრობს საკუთარ საქმიანობაზე, ასევე ინტერესსზე პოლიტიკური პროცესების მიმართ. ნაშრომში იგი ეხება აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტაბჭოთა ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ვრცლად საუბრობს საქართველოზეც.

###

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” ღია საზოგადოების ფონდების ქსელის წევრი ორგანიზაციაა, რომელიც 1994  წელს ნიუ-იორკის “ღია საზოგადოების ინსტიტუტმა” დააფუძნა.ეროვნული ფონდები დღეს ორმოცდაათზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს.

ფონდი ხელს უწყობს ღია, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. 1994- 2014 წლამდე ფონდმა საქართველოში  80 მილიონზე მეტი აშშ დოლარი მოახმარა  ადამიანის უფლებების დაცვას, მედიის თავისუფლებას, ახალგაზრდების განათლებას,  საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, კულტურის სფეროს განვითარებას, საარჩევნო პროცესების სამართლიან გარემოში წარმართვას,

ღია საზოგადოების თეორია, რომელიც ბრიტანელმა  ფილოსოფოსმა კარლ პოპერმა 1940-იან წლებში შეიმუშავა, უპირისპირდება დახურულ საზოგადოებებს და გამორიცხავს ყოველგვარ ავტორიტარიზმს. ღია საზოგადოებაში უმთავრესი ღირებულება ადამიანი და მისი ფუნდამენტური უფლებებია.