ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი სტუდენტებს შეხვდა

14.11.2014

ფინანსისტი და ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი ხუთი უნივერსიტეტის 250-მდე სტუდენტს შეხვდა საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში.

ლექციის თემა იყო: ევროპის მომავალი. მისი შედეგები მსოფლიოსთვის. მან აქცენტი გააკეთა რუსეთის პოლიტიკაზე, უკრაინაზე და საქართველოზე. ლექციაზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი. სტუდენტების ინფორმირება ლექციის შესახებ თავად უნივერსიტეტების ფაკულტეტებმა უზრულნველყვეს.

ჯორჯ სოროსმა ისაუბრა ევროპის მომავალზე და მის შედეგებზე მსოფლიოსთვის. მან აქცენტი გააკეთა რუსეთის პოლიტიკაზე, უკრაინაზე და საქართველოზე.
ლექციის შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტების შეკითხვები ძირითადად ეხებოდა

რუსეთის პოლიტიკას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე ღია საზოგადოების ფონდების როლს ამ რეგიონში.

გთავაზობთ ჯორჯ სოროსის პასუხს რამდენიმე შეკითხვაზე:

შენიშნვა: მოცემული პასუხები არის შემოკლებული ვერსიები. და არა სტენოგრამა

სტუდენტის კითხვა: ფონდების როლი როგორ წარმოუდგენიათ რუსეთი აგრესიის ფონზე, რისი გაკეთება და შეცვლა შეუძლია ფონდს?

პუტინს დემოკრატიული უკრაინის ეშინია, ამიტომ ცდილობს მის დასუსტებას. მე დავეხმარები ახალ უკრაინას, რომელიც საქართველოს ძალიან ჰგავს. ახალი საქართველო უფრო  მყარად დგას გზაზე, ვიდრე უკრაინა.

რას ფიქრობთ საქართველოში ფონდის მუშაობაზე და საქართველოს სიტუაციაზე?

მე გამიჭირდება დეტალური პასუხი იმ შეკითხვებზე, რასაც ფონდი აკეთებს.  ისინი თავად წყვეტენ, თუ რაზე უნდა იმუშაონ. მე მიხარია, რომ ვიგებ, რომ ფონდი კარგად მუშაობს. ერთი რამ ვიცი, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.   ახლა პოლიტიკური კრიზისი ჩანს თითქოს, ეს მოულოდნელად მოხდა, მანამ სანამ ჩამოსვლას დავაპირებდი. ძალიან მაინტერესებს პოლიტიკური პროცესები საქართველოში. ხვალ ალბათ ამაზე უფრო მეტს გეტყვით, რადგან მთავრობის ლიდერებს ვხვდები.

 

პოლიტიკური კრიზისი უკრაინაში და საქართველოს პოლიტიკური პროცესი~შეიძლება თუ არა რომ საქართველომ დაიცვას ბალანსი- შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან და ამავე დროს, დარჩეს ევროინტეგრაციის გზაზე.

პუტინის ინტერესი უკრაინაში არ გამოხატავს რუსი ხალხის ინტერესს. რუსეთში არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ.  პუტინის პოლიტიკის მიზანია, რომ  ახალი უკრაინა დაიქცეს და ძველი უკრაინა გაცოცხლდეს. თუ ახალია უკრაინა გადარჩება, მაშინ ‘ახალი რუსეთის’ შექმნის პერსპექტივაც ჩანს.

საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გვაქვს თუ არა შანსი, რომ დაიბრუნოს საქართველომ დაკარგული ტერიტორიები?

თუ სამხედრო დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ, ცხადია საქართველოს არ აქვს რესურსი რუსეთს დაუპირისპირდეს ანუ თუ ეს იქნება პირდაპირი გზა ტერიტორიის დაბრუნების. ასეთი შეცდომა ერთხელ იყო უკვე დაშვებული სააკაშვილის მიერ, რომელიც ფიქრობდა, რომ პრეზიდენტი ბუში და ამედიკა დაეხმარებოდა,  მაგრამ ცხადია, ეს ასე არ მოხდა…ამერიკისგან დახმარების შანსი ახლა კიდევ უფრო ნაკლებია ობამას პოლიტიკის გამო…ამიტომ, აქ ვერ ვხედავ სამხედრო გადაწყვეტილებებს, თუმცა რეჟიმის შეცვლამ რუსეთში შეიძლება მოიტანოს რეჟიმების ცვლილება  ოსეთში და აფხაზეთში.

ზოგიერთ ქვეყანაში ფიქრობენ, რომ ღია საზოგადოების ფონდი დესტაბილიზაციის წყაროა, რადგან ფერად რევოლუციებს შეუწყო ხელი. თქვენ რას ფიქრობთ?

როგორც წესი, რევოლუციები არ ამართლებს და არ არის წარმატებული.  არის გამონაკლისები, მაგრამ ეს კარგი გზა არ არის.

ღია საზოგადოების  შენება გრძელი პროცესია- ეს არის ევოლუციური და არა რევოლუციური პროცესი. მეიდანი უნიკალური შემთხვევაა. ხალხი დაუპირისპირდა ბერკუტის  ცეცხლს და ეს წარმატებით გააკეთა, მაგრამ ამის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც ძალიან მომწიფებულები და განათლებულები არიან და სწორედ ეს ადამიანები არიან ახალი უკრაინის წარმომადგენლები.

ნახეთ ვიდეო.