საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს 20 წელი შეუსრულდა. 18 სექტემბერს GIPA-ს კურსდამთავრებულთა მე-20 გამოშვებას დიპლომები გადასცეს საქართველოს პრეზიდენტმა, აშშ ელჩმა, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ დირექტორმა და დაჯილდოების ცერემონიალის სხვა საპატიო სტუმრებმა.
GIPA-ც და ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოც’ 1994 წელს დაარსდა იმ იდეით, რომ ხელი შეეწყოთ დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისა და ახალგაზრდების განათლებისთვის. სხვა დონორებთან ერთად, ფონდს დიდი წვლილი მიუძღვის GIPA-ს განვითარებაში 90-იან წლებიდან დღემდე. ფონდის დახმარებით განვითარდა ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა, ფონდი აფინანსებდა ინსტიტუტში მოღვაწე ქართველ პროფესორებს და აქტიურად მონაწილეობდა კურიკულუმის შემუშავების პროცესში, ფონდის დახმარებით შეივსო GIPA-ს ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი. Frontline Club-ის შექმნაც ფონდის დახმარებით მოხდა.
დიპლომების გადაცემის მე-20 ცერემონიალზე ფონდის დირექტორს ქეთი ხუციშვილს მადლობის სიგელი გადასცეს.