ინფორმაციის თავისუფლება- ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები

27.09.2016

28 სექტემბერი ინფორმაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღეა!  ამ დღესთან დაკავშირებით, IDFI ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით გამართავს 2016 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შედეგების, ძირითადი ტენდენციების და სასამართლო პრაქტიკის პრეზენტაციას. ღონისძიებაზე რომელსაც IDFI უკვე მეშვიდე წელია ატარებს,  დაჯილდოვდებიან 2016 წლის ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები.

2016 წელს ინფორმაციაზე წვდომის უფლების 250 წლისთავი  აღინიშნება. ინფორმაციაზე წვდომის კანონმდებლობა მსოფლიოში პირველად 250 წლის წინ შვედეთმა და ფინეთმა მიიღეს. ასევე, 2016 წლის 28 სექტემბერს იუნესკო პირველად აღნიშნავს ინფორმაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღეს (იუნესკოს რეზოლუცია 38 C/70, 17 ნოემბერი 2015).