ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” დაფინანსებით კიდევ ერთი უნიკალური ისტორიული წიგნი გამოიცა, რომელიც საბჭოთა ოკუპაციამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საზოგადოების თვითორგანიზების ამბებს აერთიანებს.
წიგნში შესულია სოფლებში თემის მობილიზების მაგალითები. ეს ის პერიოდია, როცა ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, თავად ეზრუნა საკუთარ საჭიროებებზე. კვლევის შედეგად მოძიებული მაგალითები კარგად ასახავს როგორც წარმატებულ, ასევე იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ პრობლემებს, რაც მაშინდელი ვითარების დღევანდელთან შედარების საშუალებას იძლევა.
ამ კვლევით-საგანმანათლებლო პროექტზე მუშაობდნენ: სათემო განვითარების ცენტრი, საერთაშორისო ხელოვნების ცენტრი “თბილისი”, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია და კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგის საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი.