2011 წელს „კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის” მიმართულების ფარგლებში განხორციელდა პროექტი „ჯანდაცვის კანონმდებლობის კვლევა და ანალიზი”.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან და მისი დახვეწა იმპლემენტაციისათვის ხელშეწყობის გზით.პროექტის ფარგლებში მომზადდა ანგარიში, რომლის პრეზენტაციაც ფონდის ოფისში 21 დეკემბერს გაიმართა.
„ჯანდაცვის კანონმდებლობის მიმოხილვა და ანალიზი” ასახავს შეუსაბამობას საქართველოს ნორმატიულ აქტებს შორის (როგორც საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებს შორის, ისე საკანონმდებლო და კანონაქვემდებარე ნორმატიულ აქტებს შორის); შეუსაბამობას არსებულ ნორმატიულ აქტებს და საერთაშორისო კანონმდებლობას შორის, საქართველოს ნორმატიულ აქტებში არსებული ნორმების გაუმჭვირვალობას, ნაკლებად კონკრეტულობას, მათი ინტერპრეტაციის გაძნელებას და იმპლემენტაციის სირთულეს, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დეფიციტს იმ საკითხებზე, რომელთა კანონქვემდებარე აქტებით რეგულაცია აუცილებელია არსებული სკანონმდებლო ნორმატიული აქტების საფუძველზე; პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა საუკეთესო დასავლური გამოცდილება და აღნიშნული შედარდა მოქმედ კანონმდებლობას, რის შემდეგაც მომზადდა რეკომენდაციები პაციენტის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული კანონმდებლობის დახვეწისა და ამ კანონმდებლობის იმპლემენტაციის შესახებ.
იხილეთ თანდართული მასალა