ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში 2017 წლის 6 აპრილს 12:00 საათიდან კამპანია „ეს შენ გეხებას” ორგანიზებით, ფარული მიყურადების შესახებ კანონთან დაკავშირებული მოქალაქეთა სარჩელების მიღება მიმდინარეობს. ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლოში გაიგზავნება.
გასაჩივრებისთვის საჭიროა, საქართველოს მოქალაქემ შეავსოს ელექტრონული სარჩელის ყველა სავალდებულო ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.esshengexeba.ge , შევსებული სარჩელი ამობეჭდოს, ხელი მოაწეროს და მოგვაწოდოს 2017 წლის 6 აპრილს 18:00 სთ-მდე, შემდეგ მისამართებზე:
ასევე, მითითებულ მისამართებზე მოსვლის შემთხვევაში, კამპანიის წარმომადგენელი დაეხმარება მოქალაქეს, ადგილზე შეავსოს სარჩელი, რისთვისაც საჭიროა თითოეულმა თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად. თუმცა, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. ცნობილია, რომ პრეზიდენტმა სამჯერ დაადო ვეტო კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა დაძლია.
შედეგად, ფარული მიყურადების ახალი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა. ახალი კანონმდებლობით კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები. სწორედ ამიტომ მოამზადა კამპანია „ეს შენ გეხებამ” ელექტრონული სარჩელის ფორმა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს შანსს – გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმები და გაასაჩივროს აღნიშნული კანონმდებლობა. ა
აღნიშნული სარჩელები შეგროვდება და გაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში. სასამართლო ბაჟთან, საფოსტო მომსახურებასთან თუ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებსა და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს კამპანია „ეს შენ გეხება”.