კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება შესაძლოა დაბრალდეს ყველას გარდა მმართველი ძალისა – ვანო ჩხიკვაძე

19.02.2023

“ვფიქრობ რამოდენიმე სცენარზე მუშაობს ხელისუფლება ამ მიმართულებით ერთ-ერთი მათგანი არის ის რომ ხელისუფლებას უნდა უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ უნდა მიიღოს ის თავისი პირობებით ანუ ის რასაც ის გააკეთებს ის ჩაითვალოს შესრულებულად, ხოლო ის ნაწილები რასაც ის ვერ შეასრულებს ან არ შეასრულებს ეს ჩაითვალოს ისე თითქოს ეს მისი ბრალი არ იყო და ამის საფუძველზე მისცენ კანდიდატის სტატუსი. იმიტომ, რომ 2024 წელს არჩევნებია და მას სჭირდება გარკვეული წარმატება საერთაშორისო ფრონტზე. ანუ მოლოდინი არის ის, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება გარკვეულწილად თვალი დახუჭოს იმაზე, რომ 12 პუნქტი, ყოველ შემთხვევაში მოცემულ ეტაპზე, არ არის შესრულებული, გაითვალისწინოს საქართველოს გეოპილიტიკური მდებარეობა, არსებული სიტუაცია და მიიღოს წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება ტექნიკური ნაწილის გარკვეულწილად თვალის დახუჭვის გათვალისწინებით.”

 

“12 რეკომენდაციიდან არის ისეთი პუნქტები, რომლებიც უნდა შესრულდეს და მოსწრებადია დროში. როგორც მოგეხსენებათ შეფასება იწყება აპრილის თვეში და შეფასების დოკუმენტი დაიდება დაახლოებით ოქტომბერში. არის ნაწილები, რომლებიც შეიძლება და მოსწრებადია, რომ ამ დროში გაკეთდეს, არის 12 რეკომენდაციიდან რაღაცეები რასაც უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე არის ამ წლის ბოლო, მაგალითად – მართლმსაჯულების რეფორმას ვერ გაატარებ და კლანს ვერ აღმოფხვრი ამ წლის ბოლომდე ეს გახლავთ ფანტასტიკის სფეროდან, თუმცა არის რაღაცეები რისი გაკეთებაც ახლა მოსწრებადია, მაგალითად ამის ტესტია სახალხო დამცველის დანიშვნა სადაც ბევრი კომპონენტია –  ის რომ პოლარიზაციის დაძლევა მოხერხდება ამით, ის რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იქნება და სახალხო დამცველი აირჩევა, თუმცა ვხედავთ, რომ ეს არ კეთდება.”

 

“12 რეკომენდაციის მიღმა მარტო 12 რეკომენდაცია არ არის ეს არის ტრაექტორია რა ტრაექტორიით იმოძრავებს ქვეყანა და რამდენად ერთგულია ის ევროპული ღირებულებებისადმი” – ვანო ჩხიკვაძე ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი.

 

სიახლეები

მულტიმედია