ხატია ჯინჯიხაძე:დირექტორის იმპიჩმენტი იქნება დარტყმა აჭარის TV სარედაქციო დამოუკიდებლობაზე

15.04.2019

წყარო: ნეტგაზეთი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა დირექტორის იმპიჩმენტი მოითხოვა. სამოქალაქო საზოგადოება ამ ინიციატივას გამოეხმაურა. ღია საზოგადოების ფონდის მედიაპროგრამის მენეჯერისა და დირექტორის მოადგილის ხატია ჯინჯიხაძის ინტერვიუ ნეტგაზეტთან აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

“ჩემი, როგორც დამკვირვებლის თვალსაზრისით, დღესდღეობით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე უფრო ახლოს დგას საზოგადოებრივი მაუწყებლობის დანიშნულებასთან, ამიტომ დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი მხოლოდ საბჭოს წევრებისთვის არ უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოება, რომლისთვისაც ძვირფასია, ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებლობა, უნდა მიიღოს ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა და აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ დასვას კითხვები და მიიღოს კონკრეტული პასუხები როგორც დირექტორისგან, ასევე, საბჭოს წევრებისგან… განსაკუთრებით იმ წევრებისგან, რომლებიც ასე მოითხოვენ დღეს დირექტორის იმპიჩმენტს”.

“დღეს [მრჩეველთა საბჭოს] ყველა წევრი უნდა დაფიქრდეს იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოიტანოს იმპიჩმენტმა, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა საზოგადოებრივი მაუწყებლის არსზე, მის მისიაზე. ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, ამ შემთხვევაში დირექტორის საკითხი, ეს არის არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხი და ამ საბჭოში არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით, თუ რა არის სარედაქციო დამოუკიდებლობა.

გააგრძელეთ კითხვა ნეტგაზეთის გვერდზე.

NEWS

MULTIMEDIA