ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე უარს ამბობს

08.07.2023

დღეს „თბილისი პრაიდის“ ფესტივალზე განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, შეაკავოს და გაუმკლავდეს მცირერიცხოვანი მოძალადე ჯგუფების აგრესიას. რამდენიმე თვით ადრე დაგეგმილი, სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებული, მშვიდობიანი შეკრების ჩაშლა ხელისუფლების მორიგი მარცხია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო თვეების განმავლობაში ჰპირდებოდა „თბილისი პრაიდს“, სხვადასხვა ორგანიზაციებს, სახალხო დამცველსა და უცხოელ პარტნიორებს, რომ ისინი დაიცავდნენ მშვიდობიანად შეკრებილი ადამიანების უსაფრთხოებას. დღეს განვითარებულმა მოვლენებმა კი აჩვენა, რომ ხელისუფლება საქართველოში რუსული სტილის საზოგადოების ჩამოყალიბებას გეგმავს. პუტინის ავტორიტარული პროექტი რუსეთში სწორედ ერთ თემზე თავდასხმით დაიწყო, რომელიც ყველა მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით დასრულდა. 

დღევანდელი ქმედებით ხელისუფლებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა რუსეთისკენ და დაგვაშორა ევროკავშირს. სავალალოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი პირობა არ შეასრულა. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყანაში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

  1. საფარი
  2. დემოკრატიის მცველები
  3. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  4. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  5. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  6. კომლის თემი
  7. Tsertili • წერტილი
  8. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  9. ფრანკლინის კლუბი
  10. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
  11. თანასწორობის მოძრაობა
  12. სოლიდარობის თემი
  13. ღია სივრცე კავკასია (COS)
  14. ჯიუტი Geut
  15. ფემინა 
  16. მაისის მოძრაობა
  17. ფემეა
  18. ახალგაზრდა ფემინისტები
  19. ჩართულობის და განვითარების ცენტრი
  20. გურიის სამოქალაქო ცენტრი
  21. Promote Georgia
  22. უფლებები საქართველო
  23. მწვანეები
  24. ტალღა
  25. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ
  26. რეპროდუქციული განათლების ჰაბი
  27. თემიდა
  28. GrlzWave
  29. თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანება
  30. ყვარლის ევროკლუბი
  31. აქტიური სამოქალაქო ინიციატივა 
  32. მიშგოვ ლარდა 
  33. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
  34. სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი
  35. სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი
  36. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
  37. მირაბალდები
  38. სასამართლოს გუშაგი