5 ივლისი იყო უმძიმესი დღე დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე მდგომი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ვნახეთ ორგანიზებული ძალადობრივი შეტევა
მედიის წარმომადგენლებზე, ქუჩაში გამვლელებზე, რომელთა დასაცავად სახელმწიფომ არაფერი გააკეთა. უფრო მეტიც, პოლიციის უმოქმედობა “ღირსების მარშის” მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეთა მასობრივი რაოდენობით გაამართლა.
მედიის წარმომადგენლები დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელშეუხებელნი არიან. სამაგიეროდ, დასჯილი და ჩახშულია მათი კრიტიკული ხმა ავტოკრატიულ სახელმწიფოებში.
მადლიერებას გამოვხატავთ თითოეული ჟურნალისტის მიმართ, რომლებიც თავდადებით, გულანთებულები ემსახურებიან საკუთარ პროფესიას და სიცოცხლის ფასად უღირთ სიმართლე და საკუთარი თვალით დანახულის საზოგადოებისთვის გაზიარება.