კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მარნეულში ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ

29.09.2020

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს

დღეს, 2020 წლის 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი დაპირისპირებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ შემთხვევის გადასაღებად მისულ გადამღებ ჯგუფებსაც. თანამშრომლების დაზიანების შესახებ ინფორმაცია „მთავარმა არხმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელეს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, მარნეულში თავს დაესხნენ მათ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს. ერთ-ერთ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. დაზიანებულია “მთავარი არხის” კამერა და მიკროფონი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით კი, მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ ოპერატორს და დაამტვრიეს გადამღები ჯგუფის კამერა.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს.

მიგვაჩნია რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვნად შეამცირებს წინასაარჩევნო პერიოდში მედიისათვის გაზრდილ საფრთხეებს.

NEWS

MULTIMEDIA