კონკურსი საადვოკაციო სტრატეგიულ შეხვედრაში მონაწილეთა შესარჩევად

15 ოქტ, 2019

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი, ორგანიზაცია „100% სიცოცხლე“ და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ ერთობლივად გიწვევთ საადვოკაციო სტრატეგიულ შეხვედრაში მონაწილეთა შესარჩევ კონკურსში, რომელიც  ღია საზოგადოების ფონდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის პროექტის „გლობალური ფონდის  გარდამავალი პროცესის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდება.

საადვოკაციო სტრატეგიული შეხვედრის მიზანია გლობალური ფონდის დაფინანსებიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე გარდამავალი პროცესის მდგრადობის ხელშეწყობა.

მოკლე მიმოხილვა:

ბოლო წლებში გამოიკვეთა ახალი გამოწვევა, რომელიც ჩვენი პროგრამისა და პარტრნიორების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, კერძოდ გლობალური ფონდის მოსალოდნელი გასვლა საქართველოდან და ამ პროცესთან დაკავშირებული რისკები.

ამ გარდამავალმა პროცესმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ზიანის შემცირების პროგრამების მდგრადობას, ასევე ხელმისაწვდომობას ტუბერკულოზისა და აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობაზე, საჭირო ფინანსურ და მატერიალურ–ტექნიკურ რესურსებზე, სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებზე.

მოცემულ მომენტში ესენციური მედიკამენტების შესყიდვა ხდება გლობალური ფონდის საერთაშორისო მექანიზმით; ამ მექანიზმით შესყიდვა უზრუნველყოფს სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტების დაბალ ფასს და დროულ მოწოდებას. ბუნებრივია, გლობალური ფონდის ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში, სახელმწიფოს მძიმე ტვირთი დააწვება, როგორც ფინანსური თვალსაზრისით ასევე, ლოჯისტიკური კუთხით, რაც შეიძლება გახდეს დაბრკოლება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესში.

ქვეყანა დგას ახალი გამოწვევების წინაშე. აუცილებელია ადგილობრივმა თემმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, აქტივისტებმა მიიღონ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია არსებულ რეალობასა და მოვლენების განვითარების შესაძლო მოდელების შესახებ, გაეცნონ საუკეთესო პრაქტიკებს, გაიაზრონ რისკები და მიიღონ ზომები მათ შესამცირებლად და/ან აღმოსაფხვრელად, შეძლონ რესურსების სწორი მართვა და კოორდინაცია, განახორციელონ   გლობალური ფონდის ტრანზიციის პროცესის მონიტორინგი, საბიუჯეტო ადვოკატირება და სხვა.

პროექტის ფარგლებში მოხდება საადვოკაციო სტრატეგიული შეხვედრის ორგანიზება, სადაც სათემო და სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, აქტივისტები შეძლებენ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, შეიძინონ ადვოკატირებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება. ასევე, გამოცხადდება მცირე გრანტების კონკურსი საადვოკაციო სტარტეგიული შეხვედრის მონაწილეთათვის, რომლის მიზანი იქნება გლობალური ფონდის საქართველოდან გასვლის პროცესის მდგრადობის ხელშეწყობა.

საადვოკაციო სტრატეგიულ  შეხვედრაზე შემუშავებულ იქნება საადვოკაციო სტრატეგიული სამოქმედო გეგმა.

მონაწილეები შეარჩევს ღია საზოგადოების ფონდისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია.

შიდა პროექტის ფარგლებში ასევე გამოცხადდება მცირე გრანტების კონკურსი საადვოკაციო სტრატეგიული შეხვედრის მონაწილეთათვის, რომლის მიზანი იქნება გლობალური ფონდის საქართველოდან გასვლის პროცესის მდგრადობის უზრუნვეყოფის ხელშეწყობა.

საადვოკაციო  შეხვედრა ჩატარდება 4-7 ნოემბერს, ადგილის შესახებ ინფორმაციად მოგვიანებით მოგაწვდით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სათემო და სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, როგორც თბილისიდან ასევე რეგიონებიდან.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ  მისამართზე:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს  არაუგვიანეს 30 ოქტომბრისა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა:   25 ოქტომბერი