ააიპ “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი”, 06.01.2016 საპარტნიორო ხელშეკრულების, ევროკავშირის საგარეო საქმიანობათა საგრანტო ხელშეკრულების #NEAR-TS/2015/369-105 ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2 ტრენერის ვაკანსიაზე, რომლებიც ჩაატარებენ ტრენინგებს საქართველოს სამი რეგიონის: შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის მულტიკულტურული სკოლების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის.
კონკურსი ცხადდება პროექტის “ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” დაფინანსებით.
კონკურსის მიზანია: შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, რაც მათ დაეხმარება უმცირესობათა თემის წარმომადგენელი ბავშვებისათვის აქტუალური საკითხების მოგვარებაში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, რომელთაც აქვთ გამოცდილება თემატური ტრენინგ პროგრამების მომზადებასა და ადამიანური და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებაზე მიმართული ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებაში.
“სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” აფინანსებს მოკლევადიან ტრენინგ პროგრამას, რომელიც განხორციელდება 2016 წლის აპრილი-ივლისის პერიოდში.
კონკურსში მონაწილეობა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
** სამოტივაციო წერილი
** ავტობიოგრაფია
** ტრენინგ-პროგრამის მოკლე აღწერა
** ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება ექსპერტის გამოცდილებას, შემოთავაზებული ტრენინგ-პროგრამის ინოვაციურობასა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობას.
კონკურსის ფარგლებში ფონდში შემოსული ყველა განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს “სამოქალაქო განვითარების ინსიტუტის” ოფისში (ჭოველიძის ქ. 10), 2016 წლის 10 მარტის ჩათვლით, ყოველდღე 18:00 საათამდე, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: civicdevelopmentinstitute2005@gmail.com (გთხოვთ, სათაურის ველში, მიუთითოთ: ა) ტრენერთა შესარჩევი კონკურსი – უსაფრთხო სკოლა; ან ბ) ტრენერთა შესარჩევი კონკურსი – ბავშვთა შრომა, ადრეული ქორწინება, სკოლის მიტოვება).
საკონტაქტო პირები:
თამარ ჩხაიძე
civicdevelopmentinstitute2005@gmail.com
ნინო ბერიშვილი
599 550119
ninoberishvili71@gmail.com
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა წარმოადგინეთ სატენდერო პაკეტი დალუქული კონვერტით. გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:
** საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
** ტენდერის დასახელება
** წარწერა “კონფედენციალურია”
გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.