2015 წლის ნოემბერში ფონდმა ‘ღია საზოგადოება-საქართველომ’ ახალგაზრდებისთვის გამოაცხადა კონკურსი სახელწოდებით #გაათანასწორე.
კონკურსის ფარგლებში უნდა მომხდარიყო ნებისმიერი ფორმით დისკრიმინირებული, საზოგადოების მიერ გარიყული და უჩინარი ადამიანების ასახვა.
კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 18 განაცხადი. შემოსული ნამუშევრების რამდენიმესაათიანი განხილვისა და მსჯელობის შემდეგ, საკონკურსო კომისიამ სამი გამარჯვებული გამოავლინა.
წარმოგიდგენთ გამარჯვებულ ნამუშევრებს:
ნომინაცია: საუკეთესი სტატია/ბლოგი/ვლოგი:
“ერთი ჩვეულებრივი დღე”, ლაშა გურჩიანი
ნომინაცია: საუკეთესი სტატია/ბლოგი/ვლოგი:
#გაათანასწორე გარემო, ვიდეორგოლი, ავტორი: ეკა მელიქიძე
ეკა მელიქიძე: “ჩემს ვიდეორგოლში ცარიელი ეტლი ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში ჩნდება და ერთი ადმიანის იაკო იაკობიძის ისტორიას, პრობლემებსა და შეხედულებებზე ყვება. ეტლი სიმბლოურად ცარიელია. მის მფლობელსაც და ხშირად მასაც არ იმჩნევენ. არ იმჩნევს მთავრობა-გამოუსადეგარი და არადაპტირემბული გარემო ამის საუკთესო მაგალითია. არ იმჩნევენ ადამიანები ან შემჩნევის შემთხვევაში მას როგორც ავადმყოფს და უუნარო ადამიანს უყურებენ. ეს ყველაფერი შშმ პირების გარემოსა და საზოგადოებაში ინტეგრაციას ხელს უშლის.”
ნომინაცია: საუკეთესო პოსტერი
“მამა ვინ არის?”, “რატომ გამოიყურები ასე?”, ეთერ გზირიშვილი
კონკურსის ფარგლებში ეთერ გზირიშვილმა რამდენიმე პოსტერი წარმოადგინა, რომელთაგან ორი იქნა შერჩეული. მისი თქმით, “ვიზუალური თვალსაზრისით ტოლობის ნიშან-სიმბოლო ათანასწორებს განსხვავებულს და სტანდარტულს და საზოგადოებას მოუწოდებს დაინახოს როგორც ერთმანეთის თანასწორი.”
მამა ვინ არის? ავტორი: “მარტოხელა დედები ძალიან დიდი სტრესის ქვეშ ზრდიან | რატომ გამოიყურები ასე? ავტორი: “საზოგადების ყურადღებას იპყრობს ადამიანი, |