კონსულტაციის დღე ივნისში

24 ივნ, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი განიხილავს პროექტებს, რომლებიც ღია კარის წესით ან კონკურსის ფარგლებში მიიღება. მნიშვნელოვანია, რომ განსახილველი პროექტი ფონდის კონკრეტული პროგრამის 2024 წლის სტრატეგიას შეესაბამებოდეს. თითოეული პროგრამის სტრატეგიასა და განაცხადების მიღების კრიტერიუმებს გაეცანით აქ: პროგრამები

სასურველია, ფონდში პროექტის შემოტანამდე კონსულტაცია გაიაროთ კონკრეტული პროგრამის წარმომადგენლებთან. ეს შეხვედრა სწორ წარმოდგენას შეგიქმნით თქვენი პროექტის ფონდის პრიორიტეტებთან შესაბამისობის შესახებ.

 

უახლოესი კონსულტაცია დაგეგმილია შემდეგ პროგრამებში, მოცემული განრიგის მიხედვით:

ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა – 26 ივნისი, 13:00 საათი

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:  ZOOM

ტექნიკური ხასიათის შეხვედრა აპლიკაციის ფორმის შევსების თაობაზე – 26 ივნისი, 14:00 საათი

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: ZOOM