2020 წლის კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ჯანდაცვის სფეროში სერიოზული ჩავარდნები გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 20 მაისის მონაცემებით, 3.7 მილიონიან ქვეყანაში პანდემიის შედეგად 4500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 300 ათასმდე ვირუსით დაინფიცირდა. განსაკუთრებით დამძიმდა მდგომარეობა ქვეყნის ჰოსპიტალურ სექტორში. გახშირდა მედმუშაკების დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები. წინა ხაზზე მყოფ მედიცინის მუშაკებს ყველაზე მეტად დააწვათ პანდემიის ტვირთი. მედიცინის მუშაკებმა ძალიან ბევრი კოლეგა დაკარგეს პანდემიის შედეგად. მხოლოდ „სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირის ბაზაზე არსებული მონაცმებით, 12 ექთანი გარდაიცვალა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
კვლევის მიზანია საქართველოს ექთნებისთვის ღირსეული მინიმალური ხელფასის გამოანგარიშებისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრისთვის საფუძველის შექმნა მათი შრომითი პირობებისა და შრომის ძალის ღირსებულებების დადგენით არსებულ სისტემაში. ეს ითვალისწინებს საბაზისო საჭიროებებს მიღმა ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილიბელ მოთხოვნილებებს, რაც დაეხმარება ექთნების პროფესიის წახალისებასა და ექთნების მიერ გაწეული ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. პანდემიამ აჩვენა, რომ
მედიცინის მუშაკები, კონკრეტულად, ექთნები, არიან ე.წ. აუცილებელი მშრომელები, რომელთა შრომის გარეშე შეუძლებელია საზოგადოებრივი კვლავწარმოება.
კვლევის ხელმძღვანელი: სოფო ჯაფარიძე
მკვლევარი: რევაზ კარანაძე
მკვლევარის თანაშემწე: ანა გასვიანი
ენობრივი რედაქტორი: ნინო ავქაფაშვილი